
რატომ აკრიტიკებ საპატრიარქსო და დამარტყა - თეოლოგ გოჩა ბარნოვს ფიზიკურად გაუსწორდნენ
16/04/2020 11:27:33 სამართალი
თეოლოგი გოჩა ბარნოვი ამბობს, რომ საპატრიარქოს გაკრიტიკების გამო, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.
"სამშაბათს, დაახლოებით, 8-ის ნახევრისკენ ინტერვიუ მქონდა "ტვ პირველთან" მუხიანში, ჩემს სახლთან ახლოს. ინტერვიუს დასასრულის დროს ჩემთან მოვიდა უცნობი ადამიანი, რომელმაც დამიწყო ლაპარაკი, რომელიც თუ არ ვცდები, ნასვამ მდგომარეობაში იყო. მეკითხებოდა, რატომ, რა უფლებით ვაძლევ ინტერვიუს, რატომ ვაკრიტიკებ საპატრიარქოს და რომ ეს ინტერვიუები აღარ უნდა მივცე. მე მას ვკითხე, ვინ იყო და ამ კითხვის შემდეგ დამარტყა,"- უთხრა ბარნოვმა ტელეკომპანია "ფორმულას".
თეოლოგმა სამართლდამცველებს საჩივრით უკვე მიმართა.