ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში დევნილ ოჯახებს დახმარება გადაეცათ
17/04/2020 17:01:50 საზოგადოება, რეკლამა
ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ.
ამ ეტაპზე, დახმარებას მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ონკოლოგიური ავადმყოფები იღებენ. ამასთან, აღნიშნული დევნილი ოჯახები რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა.
დევნილი ოჯახებისთვის სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების დარიგება, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარეობს. ჯამში, დახმარებას 1050 დევნილი ოჯახი მიიღებს.


