
პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
17/04/2020 17:08:41 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თაობაზე ბრძანებას ხელი მოაწერა
"მე პრემიერთან ერთად ხელი მოვაწერე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. მხარს ვუჭერ ყველა მიღებულ ზომას. კანონმა, ისევე როგორც დღეს გავრცელებულმა ავადმყოფობამ, არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია. თუ გვინდა, რომ სახელმიწიფო გვერქვას, კანონის დაცვა და შესრულება აუცილებელია. ჩვენი სახელმწფოსთვის და მისი გადარჩენისთვის ქართველმა ერმა ბევრი სისხლი დაღვარა, ბევრი ბრძოლა გადაიტანა. დღეს სახელმწიფოსთვის ბრძოლა გადის კანონის შესრულებასა და სახლში დარჩენაზე. [...] მერწმუნეთ, მე პირადად არავისზე ნაკლებად არ განვიცდი, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო შეიძლება, ვერ შევხვდეთ აღდგომას ისე, როგორც წესი მოითხოვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.