Accentnews.ge
პრეზიდენტი სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს მადლობას უხდის

პრეზიდენტი სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს მადლობას უხდის

17/04/2020 17:28:02 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს მადლობას უხდის.

"სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე დაიცვეს კანონი თავიანთი დიდი დღესასწაულების აღნიშვნის დროს. ამისათვის მინდა მადლობა მოვახსენო მათ. მე, როგორც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული კონკორდანტის გარანტს, კარგად მესმის, რომ ეკლესიამ თავისი ღვთისმსახურება უნდა შეასრულოს, თუნდაც ზოგ შემთხვევაში შეცვლილი ფორმით. როგორც მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ხდებოდა, ეკლესიის ლოცვა ერის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. რაც არ უნდა სურვილი და იმედი ჰქონდეს ზოგიერთს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის განხეთქილებას ვერავინ და ვერაფერი გააჩენს", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S