Accentnews.ge
ოკუპანტებმა დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი დააკავეს

ოკუპანტებმა დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი დააკავეს

17/04/2020 17:46:35 კონფლიქტები

სოფელ ხურვალეთში გამყოფ ხაზის მიღმა ოკუპანტებმა დათა ვანიშვილის შვილიშვილი მალხაზ ვანიშვილი და მისი მეუღლე დააკავეს, - ეს ინფორმაცია დათა ვანიშვილმა „ამერიკის ხმას“ თავად მიაწოდა. მისი თქმით, ჯერ შვილიშვილი დააკავეს, რომელიც ოკუპირებული ახალგორისკენ იყო წასული, შემდეგ კი ოკუპანტები სახლში მივიდნენ და ახალგაზრდა ქალი გაიყვანეს.

„ბავშვი ტირილით გაიყვანეს, რა გინდათო ეუბნებოდა, ქართველს აქ რა უნდაო და ძალით წაიყვანეს“, - აცხადებს დათა ვანიშვილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ შესაძლო ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება“.

მალხაზ ვანიშვილი მოხუცი პაპის სანახავად პერიოდულად ღობის მიღმა გადადიოდა. სოფელში ვარაუდობენ, რომ ოკუპანტებმა ისინი სავალდებულო ორკვირიან კარანტინში გადაიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S