Accentnews.ge
"კიდევ უნდა მოვითმინოთ, დავრჩეთ სახლში, რათა, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს"

"კიდევ უნდა მოვითმინოთ, დავრჩეთ სახლში, რათა, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს"

19/04/2020 14:46:01 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულს კიდევ ერთხელ ულოცავს და მოსახლეობას მოთმინებისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო!

გუშინ ქართველმა ხალხმა, საკუთარი რწმენისა და ეკლესიის მიმართ ერთგულებასა და პატივისცემასთან ერთად, გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე.

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით აუცილებლად მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას!

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდა სახლში. მადლობა მათ, ვინც გუშინ ტაძარში ყოფნისას დაიცვა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენი მედიკოსები გვაძლევენ.

მადლობა ჩვენს ექიმებს, რომლებიც ამ ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, ჩვენს პოლიციას და ჯარს, რომელიც ზრუნავს არამხოლოდ კანონის აღსრულებაზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზეც. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც დღეს პირად ინტერესზე მაღლა, საზოგადოებრივ ინტერესს და კეთილდღეობას აყენებთ.

წინ მძიმე ბრძოლა გველის, მაგრამ ასეთი პასუხისმგებლობით, შემართებით და ერთიანობით, ჩვენ ამ ურთულეს გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ. სწორედ ასე, ინდივიდუალური სამოქალაქო პასუხისმგებლობით, კეთილგონიერებით და ერთობლივი ძალისხმევით შენდება წარმატებული სახელმწიფო!

კიდევ უნდა მოვითმინოთ, დავრჩეთ სახლში, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ყველა ერთად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს.

#დარჩისახლში“, - წერს გახარია სოციალურ ქსელში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 86 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S