ევროპის ქვეყნები, რომლებიც 20 აპრილიდან შეზღუდვებს ამსუბუქებენ

20-04-2020 10:38:05 ევროპა

რამდენიმე ევროპული ქვეყანა 20 აპრილიდან ახალი ტიპის კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამარტივებას იწყებს.კერძოდ, გერმანიაში პატარა მაღაზიები გაიხსნება, ასევე სწავლას განაახლებს დამამთვარებელი კლასები. თუმცა მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მაქსიმალურად უნდა დაიცვან წესები, რათა ინფექციის მეორე ტალღა არ წარმოიშვას.

ასევე დღეიდან პოლონეთსა და ნორვეგიაში გაიხსნება პარკები, საბავშვო ბაღები და სკოლები.

ჩეხეთსა და ალბანეთში გაიხსნება ღია ბაზრობები. ესპანეთში კი მომავალი კვირიდან ბავშვებს მცირე ხნით გარეთ გასვლის უფლებას მისცემენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები