Accentnews.ge
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მდებარე რუსულ სამხედრო ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მდებარე რუსულ სამხედრო ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

20/04/2020 11:30:02 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მდებარე რუსულ სამხედრო ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, - იუწყება რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური.

«რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე არმიის მე-4 სამხედრო ბაზის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სპეციალისტებმა სამხრეთ ოსეთში საცხოვრებელი, საპარკო და ყაზარმების მიმდებარე ზონების სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს, კერძოდ, ცხინვალისა და ჯავის სამხედრო ქალაქებში 150-ზე მეტი შენობის, საგუშაგოების, საერთო საცხოვრებლების, საცხოვრებელი კორპუსების, სპორტკომპექსების, შტაბებისა და ყაზარმების, საბავშვო ბაღების, კლუბების, სასწავლო კლასების, საბრძოლო მანქანების პარკის ნაგებობების დეზინფიცირება განახორციელეს” – ნათქვამია რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე გავრცელდა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რადიაციული ქიმიური და ბიოლოგოიური დაცვის ქვედანაყოფები “კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებისთვის” აფხაზეთში გადაისროლეს. უნდა აღინიშნოს, რომ თავად აფხაზეთის მოსახლეობისთვის ეს მოულოდნელობად იქცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S