
ჩრდილოეთ ოსეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მიტინგი იმართება
20/04/2020 12:07:11 კავკასია, მსოფლიო
ვლადიკავკაზში რეგიონული ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით არასანქცირებული მიტინგი მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანი შსს-ს და “როსგვარდიის” თანამშრომლებს აქვთ ბლოკირებული, - იუწყება "Кавказ.Реалии"
700-მდე ადამიანი ქალაქის ცენტრის მისადგომებთან შეგროვდა და აქციას მართავს. მოქალაქეთა ნაწილი კი მიმდინარე მოვლენებს გვერდიდან ადევნებს თვალს. აქციაზე შეკრებილები სკანდირებენ "ბითაროვო, წადი!" და როგორც მის გადადგომას, ისე პარლამენტის დაშლას მოითხოვენ. სპეცრაზმის თანამშრომლებმა რამდენიმე მომიტინგე უკვე დააკავეს. მიუხედავად ამისა, რიგმა მოქალაქეებმა მთავრობისა და პარლამენტის შენობებამდე მიღწევა შეძლეს და მათთან ბითაროვის ჩასვლას მოითხოვენ.
ცნობისთვის: “მშვიდობიანი შეკრებისკენ” ხალხს ოპოზიციონერმა საოპერო მომღერალმა ვადიმ ჩელდიევმა მოუწოდა, რომელიც ამ დროისთვის “ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრის” მიერაა დაკავებული. მას კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება ედება ბრალად.