![ახალგორის რაიონში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/699861E2-E95F-48DF-9B57-AE7DC7572B72_w1597_n_r1_st.png)
ახალგორის რაიონში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ [ვიდეო]
20/04/2020 14:17:25 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის რაიონში, ტყის მასივში ამ დროისთვის ხანძრის რამდენიმე კერაა. ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდანაც ჩანს. «ტყე დაახლოებით ერთი კვირაა, იწვის. ცეცხლი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება», - წერს მეარაყიშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”-ში.
ახალგორის სამაშველო-სახანგძრო სამსახურის დე ფაქტო ხელმძღვანელ მიხეილ ლაზარევის განცხადებით, დღის განმავლობაში ცეცხლთან გამკლავება კიდევ ხერხდება, მაგრამ ღამით ხანძარი ძლიერდება.