
აფხაზეთში კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული მესამე პაციენტი გადაიყვანეს
20/04/2020 16:21:49 კონფლიქტები
მესამე პაციენტი, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი დაუდგინდა, გუდაუთის ჰოსპირალში გადაიყვანეს. ამის შესახებ ეპიდემიასთან ბრძოლის ადგილობრივი ოპერტიული შტაბი იუწყება.
მისივე ცნობით, 1925 წელს დაბადებული პაციენტი ამ დრომდე ჰოსპიტალიზებაზე უარს აცხადებდა და შინ რჩებოდა თვითიზოლაციაში, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დღეს ჰოსპიტალიზებას დასთანხმდა. რაც შეეხება პირველ და მეორე პაციენტებს, ორივე იმავე ჰოსპიტალში იმყოფება, მათგან პირველს სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, განმეორებითი ტესტირების შემდეგ გაწერენ, მეორეს მდგომარეობა კი სტაბილურად უმჯობესდება, - იუწყება ოპერატიული შტაბი.