Accentnews.ge
მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მოკლეს – ბრალდებული მისი კოლეგაა

მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მოკლეს – ბრალდებული მისი კოლეგაა

20/04/2020 18:03:50 სამართალი

მესტიის რაიონში, მულახის თემში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მოკლეს. მკვლელობას წინ კოლეგებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელს ბ.ი.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ბ.ი. ადგილზე გარდაიცვალა.

„სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება გადაუდებელი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით ხორციელდება შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიება სსკ–ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S