
ჩრდილოეთ ოსეთში “კორონავირუსულ კატასროფას” ელიან
21/04/2020 09:32:09 კავკასია
20 აპრილს ჩრდილოეთ ოსეთში გამართული მრავალათასიანი მიტინგი რესპუბლიკას “კორონავირუსულ კატასტროფად” შემოუბრუნდება, - თვლის რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმი ალან თიბილოვი.
როგორც მან "Кавказ.Реалии"-ს განუცხადა, "მრავალათასიანი ბრბოს ესოდენ მჭიდრო კონტაქტის შემდეგ COVID-19-ის ეპიდემია გარდაუვალია".
ანალოგიური მოსაზრება აქვთ წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების მთავარ ექიმებს. მაგალითად, მოსახლეობისადმი თავის ოფიციალურ ვიდეომიმართვაში რესპუბლიკური სავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ასტან მიტცაევმა მომხდარს “რესპუბლიკური მასშტაბის კატასროფა” უწოდა.
"საკმარისია თუნდაც ერთი ინფიცირებული – და მთელი მასა კონტაქტური იქნება. თუ მიტინგის მონაწილეთა 10% მაინც დაინფიცირდა, რესპუბლიკის კლინიკები გადაივსება. საავადმყოფოები არ გვეყოფა. ადამიანები უბრალოდ ვერ მიიღებენ სამედიცინო დახმარებას, ისე მოკვდებიან", - განაცხადა მიტციევმა.
20 აპრილს ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით გამართულ მრავალათასიან მიტინგზე ხალხის ძირითადი ნაწილი დამცავი ნიღბების გარეშე იყო მისული და არ იცავდა სოციალურ დისტანციას.
• ამ დროისთვის რსპუბლიკაში, ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირების 177 შემთხვევაა აღრიცხული.