
პოლიციელზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს
21/04/2020 11:06:36 სამართალი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში პოლიციელზე თავდასხმისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელებმა 1972 წელს დაბადებული ა.ს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში აიყვანეს.
შემთხვევის შედეგად დაშავებულ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და ის ამჟამად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას აგრძელებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.