Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდა

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდა

21/04/2020 17:19:50 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა. ე.წ. საგანგებო შტაბის ხელმძღვანელის რაულ ლოლუას განცხადებით, გაგრისა და გალის ოკუპირებულ რაიონებში მოხსნილია შესვლის აკრძალვა და დღეიდან გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათი.

მისივე თქმით, კვლავაც დახურულია სკოლები, საბავშვო ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები. არ გახსნილა ტურისტული ობიექტები და სასტუმროები. კვლავაც დაკეტილია დე ფაქტო საზღვრები.

"რესპუბლიკაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა", – განაცხადა ლოლუამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა 28 მარტიდან მოქმედებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S