
განაში რუსეთის დაკვეთით აშშ-ის წინააღმდეგ “ტროლების ფაბრიკა” EBLA მოქმედებდა
22/04/2020 07:44:49 ანალიზი
მოხალისეთა საერთაშშორისო თანამეგობრობა InformNapalm-ის საიტის რედაქცია ექსკლუზიურად აქვეყნებს ვილნიუსის უნივერსიტეტის კომუნიკაციათა ფაკულტეტის ლექტორ დალია ბანკაუსკაიტეს (Dalia Bankauskaitė) სტატიის თარგმანს. მისი ორიგინალი ლიტვურ ენაზე ხელმისაწვდომია 15min.lt-ზე. გამოძიების მსვლელობისას ცნობილი გახდა, რომ რუსეთისთვის განიდან აშშ-ის წინააღმდეგ მუშაობდა “ტროლების ფაბრიკა”, რომელიც რუსული სმენისთვის მელოჟღერადი სახელწოდების მქონე ორგანიზაციის – EBLA-ს მიერ იყო შექმნილი. უფრო დეტალურად იხილეთ სტატიაში.
განისა და ნიგერიის პრინცები არა მხოლოდ სიმდიდრის შესახებ წერილებს აგზავნიან
ამჯერად მათ არ გაუმართლათ. ვერ მოხერხდა ქაოსოს გამოწვევა და საზოგადოებაში შუღლის დათესვა, საინფორმაციო, სოციალური და პოლიტიკური სივრცის მოწამლვა. მიუხედავად იმისა, რომ დრო ძალზე ხელსაყრელია - COVID-19-ის პანდემიისას საზოგადოება განსაკუთრებით სენსიტიური და ზემოქმედებისადმი მოწყვლადი ხდება, შემოდგომაზე კი არჩევნებია დაგეგმილი და დაიწყება ახალი პოლიტიკური ციკლი.
მარტში სოციალური ქსელების Facebook-ისა и Twitter-ის პლატფორმებმა განასა და ნიგერიაში მოქმედი, აშშ-ში ტრანსლირებადი 200-ზე მეტი ექაუნთი და გვერდი გააუქმეს. ყველა მათგანი შექმნილი იყო ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს (Internet Research Agency (IRA) მიერ – ინიციატივისა, რომელიც უფრო «ტროლების ფაბრიკად» არის ცნობილი. თებერვალში განის საიდუმლო სამსახურებმა ქვეყნის დედაქალაქ აკრის გარეუბანში გამოავლინეს და რეიდი მოუწყვეს «ტროლების ფაბრიკას», რომელიც განაში რეგისტრირებულ არაკომერციულ ორგანიზაციას - «Eliminating Barriers for the Liberation in Africa» (EBLA) – თარგმანში “«აფრიკის გათავისუფლების გზაზე ბარიერების განადგურებას» ჰქონდა შექმნილი. ჟღერადობა ცივი ომის პერიოდს მოგვაგონებს, როცა საბჭოთა კავშირი აფრიკულ სახელმწიფოებს მეურვეობდა და ანალოგიური სახელწოდებებით “არასამთავრობო” ორგანიზაციებს ქმნიდა. EBLA სოციალური ქსელების მენეჯმენტის კუთხით რუსეთის ე.წ. დაკვეთას ასრულებდა, დამკვეთი კი სანქტ-პეტერბურგში რეგისტრირებული ინტერნეტ-კვლევების სააგენტო («ტროლების ფაბრიკა») იყო, რომელიც “პუტინის მზარეულის” მეტსახელით ცნობილ რუს ბიზნესმენს - ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის.
Facebook-მა განაცხადა, რომ თავის პლატფორმაზე 49 საჯარო და 85 კერძო გვერდი გააუქმა. კომპანია Instagram-მა 69 ექაუნთი გაანადგურა. კიდევ 71 წაშალა სოციალურმა ქსელმა Twitter-მა. ექაუნთები აგროვებდნენ ხელმომწერებს, მაგალითად, Facebook-ში ერთ ექაუნთს 13 200 ხელმომწერი ჰყავდა, ერთ-ერთ ექაუნთს Twitter-ში - 68 000, რამდენიმე ექაუნთს “Instagram”-ში – დაახლოებით 263 200.
სოციალური ქსელების პლატფორმებმა განაცხადეს, რომ ექაუნთებში გამოქვეყნებული ინფორმაცია ძირითადად (65 პროცენტით) აშშ-ში მცხოვრები აფროამერიკელებისთვის იყო გამიზნული და «აღვივებდა შუღლს, დავებს რასობრივ და სამოქალაქო უფლებების საკითხებზე». სოციალურმა ქსელებმა ასევე აღნიშნეს, რომ ექაუნთების შინაარსში საკუთრივ აშშ-ის არჩევნები ნახსენები არ ყოფილა, «არ იყო აგიტაცია და პრეზიდენტობის კანდიდატების ლანძღვა».
თურმე, ნიგერიის პრინცები ან ადვოკატები არა მარტო სიმდიდრის მემკვიდრეობით მიღების შესახებ ელექტრონულ წერილებს გზავნიან.
Deja vu
განასა და ნიგერიაში «ტროლების ფაბრიკები» ისეთივე პრინციპით მოქმდებდნენ, როგორითაც 2016 წელს სანქტ-პეტერბურგში მომუშავე «ტროლების ფაბრიკა», რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენას ცდილობდა. დეტალური გამოძიების შემდეგ, 2018 წლის თებერვალში აშშ-ის სახელისუფლებო ორგანოებმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში უკანონო ჩარევის ბრალდებები წაუყენეს რუსეთის 13 მოქალაქესა და სამ ორგანიზაციას, მათ შორის - ევგენი პრიგოჟინის კუთვნილ ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს («ტროლების ფაბრიკას») და კიდევ ორ საწარმოს - Concord Management-სა და Concord Catering-ს. აშშ-მა პრიგოჟინისა და მისი საწარმოების მიმართ სანქციები დააწესა. 2019 წელს კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ «ამერიკის ადმინისტრაცია იზრუნებს იმაზე, რომ პრიგოჟინი და მისნაირი პერსონები ვერ დაიმალონ».
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ განასა და ნიგერიაში “ტროლების ფაბრიკების” მოქმედების შესახებ დეტალური ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს CNN-ის ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლებმაც. CNN-ის ჟურნალისტები ყვებიან, რომ განაში “ტროლების ფაბრიკაში” 20 წლის ასაკის 16 ახალგაზრდა მუშაობდა, რომლებიც ექაუნთებს მათთვის დარიგებული მობილური ტელეფონების მეშვეობით ქმნიდნენ და მართავდნენ, SMS-ებსა და ვიდეომასალებს ისინი რუსეთიდან იღებდნენ. “ფაბრიკა” მოქმედებდა იჯარით აღებულ შენობაში. ახალგაზრდები მუშაობდნენ მაგიდებთან. სამუშაო იწყებოდა სადილის შემდეგ და გრძელდებოდა გვიანობამდე, როდესაც აშშ-ში ჯერ კიდევ სამუშაო დღე იყო. საწარმოს განის მოქალაქე Sethas Wiredu ხელმძღვანელობდა, რომელიც, მათ შორის, რუსეთშიც ცხოვრობდა. თავად მუშაკები – “ტროლები” დამატებით წახალისებებს იღებდნენ ხელმომწერების კარგად ფორმირებული ნაკადებისა და ქსელებისთვის. ზოგიერთი მათგანი ვერ აცნობიერებდა, რომ რუსეთისთვის მუშაობდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ S. Wiredu უკვე კვლავ აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ახალგაზრდებთან სამუშაოს განახლებაზე. სხვათა შორის, CNN-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ S. Wiredu მუშაკებს, მათ შორის, LinkedIne-ში განთავსებული განცხადებების მეშვეობით ეძებს, რომელშიც მსურველებს აშშ-ში, სამხრეთ კაროლინას შტატში დასაქმებას სთავაზობს.
რას ვიღებთ შედეგად და რა უნდა მოვიმოქმედოთ?
უპირველესად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ეს რეალურად ხდება. მნიშვნელოვანია, კრიტიკულად ვიაზროვნოთ და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ სოციალური ქსელების გამოყენებას. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თავად სოცქსელების პლატფორმები პასუხისმგებლობით აკვირდებოდნენ იმას, ვინ და რა მიზნით იყენებს მათ. გვსურს, გვჯეროდეს, რომ მსგავსი პასუხისმგებლობიანი მონიტორინგი წარმოებს არა მარტო იმის გამო, რომ ეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირდაპირ პასუხისმგებლობასა და იმ ბიზნეს-მოდელს უკავშირდება, რომელიც პლატფორმის სანდოობასა და კარგ რეპუტაციას ეყრდნობა, არამედ იმიტომაც, რომ სოციალური პლატფორმების მფლობელები რეალურად არიან დაინტერესებულები ეთიკასა და მორალში ისე, როგორც ეს დემოკრატიულ სამყაროს ესმის. მესამეც - მშვენიერია, რომ საინფორმაციო სივრცე იცავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. მეოთხე – სამოქალაქო საზოგადოების როლია, აქტიურად დაიცვას საინფორმაციო სივრცე, შეატყობინოს იმგვარი ინფორმაციის შესახებ, რომელიც შუღლს აღვივებს და არ იქცეს მსგავსი “ტროლების ფაბრიკების” დაქირავებულ მუშაკებად. მაშინ თაღლითებს, ასევე საინფორმაციო ოპერაციების შემმუშავებლებსა და განმახორციელებლებს უფრო იშვიათად გაუმართლებთ.