Accentnews.ge
საქართველომ რუსეთს სამი მოქალაქე გადასცა [ვიდეო]

საქართველომ რუსეთს სამი მოქალაქე გადასცა [ვიდეო]

22/04/2020 09:25:16 სამართალი

საქართველომ რუსეთს სამი მოქალაქე გადასცა, - იუწყება ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო.

უწყებამ «Эхо Кавказа»-ს ექსტრადირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია მიაწოდა: აზერბაიჯანის მოქალაქე თეიმურ ღარიბოვს პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილ მკვლელობაში მონაწილეობა ედება ბრალად; რუსეთის მოქალაქე ყურბან ომაროვს - ჯანმრთელობისთვის განზრახ საშუალო სიმძიმის ზიანის მიყენების ხელშეწყობა; ასევე რუსეთის მოქალაქე მაკსიმ ფატეევს კი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შენახვა.როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ექსტრადიციასთან დაკავშირებული პროცედურები საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო ნორმებთან სრულ შესაბამისობაში გატარდა.ექსტრადირების შესახებ პრეს-რელიზი რუსეთის გენერალურმა პროკურატურამაც გამოაქვეყნა.

მასში ერთ-ერთი დანაშაულის დეტალებზეცაა საუბარი:«გამოძიების ვერსიით, 2013 წლის აპრილში თეიმურ ღარიბოვი თანამზრახველებთან ერთად ქალაქ პეტროზავოდსკში მისი მეგობარი ქალის დედის სახლში მივიდა და სანამ ამ უკანსკნელს ეძინა, დაახრჩო. მოგვიანებით პირთა ჯგუფმა ქალის ცხედარი ტყეში გადაიტანა და დაწვა. მკვლელობაში თანამონაწილეობის საფასურად ღარიბოვმა თანამზრახველებს ორი საქორწინო ბეჭედი გადასცა” – ნათქვამია პრეს-რელიზში.რუსეთის გენერალური პროკურატურა “ქართული მხარის კომპეტენტურ ორგანიებთან ორგანიზებულ ურთიერთქმედებას” უსვამს ხაზს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S