Accentnews.ge
საფრანგეთში ორი ჩეჩენი დაჭრეს

საფრანგეთში ორი ჩეჩენი დაჭრეს

22/04/2020 09:38:17 სამართალი

ფრანგულ ქალაქ ნიცაში შეიარაღებული ინციდენტის დროს ჩეჩნეთის ორი მკვიდრი დაიჭრა.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მისამართზე 22 boulevard Louis Braille პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ორი დაჭრილი ჩეჩენი აღმოაჩინეს. ისინი ქალაქ კანის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამჟამად მათ სცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ინფორმაცია დაადასტურა ნიცის პროკურორმა ქსავიე ბონომმაც, რომლის თქმით, “ორმაგი მკვლელობის მცდელობის” მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. პროკურორმა დასძინა, რომ ამჟამად შეიარაღებული ინციდენტის მიზეზები დგინდება, თვითმხილველები კი ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებენ.

ინციდენტის ადგილზე პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაეწიათ. ადგილობრივი მაცხოვრებლები მათ სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ, რის შედეგადაც ერთმა პოლიციელმა თავის ტრავმა მიიღო. ნიცაში 2000-იანი წლების დასაწყისში ფორმირებული მრავალრიცხოვანი ჩეჩნური დიასპორა სახლობს. მისი წევრები უმთავრესად ის მოქალაქეები არიან,რომლებმაც სამშობლო სამხედრო მოქმედებების გამო დატოვეს, - იუწყება "Кавказ.Реалии".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S