Accentnews.ge
კილაძე -  სამადაშვილს:  „უღირსი საქციელია "ტიკ-ტოკის" ხსენება. ასეთი პოზიტიური რამ, რითიც ბევრი ადამიანი გახალისდა, თქვენ გამოიყენეთ ლანძღვისთვის“

კილაძე -  სამადაშვილს:  „უღირსი საქციელია "ტიკ-ტოკის" ხსენება. ასეთი პოზიტიური რამ, რითიც ბევრი ადამიანი გახალისდა, თქვენ გამოიყენეთ ლანძღვისთვის“

22/04/2020 09:40:43 საშინაო პოლიტიკა

„ძალიან უღირსი საქციელი იყო სალომე სამადაშვილმა "ტიკ -ტოკი" რომ ახსენა. ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის სიმყარის გარანტი და ეს კარგად იცით. ამიტომ გყავთ ეს ადამიანი მუდმივად მიზანში ამოღებული. ამიტომ არის რომ სულ მასზე ლაპარაკობთ და ისეთი პოზიტიური რამ რაც ვნახეთ და რითიც ბევრი ადამიანი გახალისდა, კარგი ნაბიჯი იყო მათი მხრიდან, თქვენ გამოიყენეთ როგორც ლანძღვის კორიანტელის დასაყენებელი“, – ასე უპასუხა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებას.

„კრიტიკა ძალიან ადვილია, მაგრამ საქმის კეთება არის რთული. ერთი "საქმე", რაც მე ვნახე თქვენი გაკეთებული, ეს იყო ზუგდიდში პირბადეების დარიგება, რომელსაც ლამის დიდი გართულება მოჰყვა ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით“, – განაცხადა კილაძემ.

მისივე თქმით, სჯობს ოპოზიციამ საუბრის ნაცვლად, რაიმე ქმედითი გააკეთოს, რითიც მოქალაქეებს სიკეთეს მოუტანს.

ცნობისთვის: სალომე სამადაშილმა პარლამენტის დღევადელ სხდომაზე შემდეგი განაცხადა: „გუშინ ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახის გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის თუ რეპის სტილში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S