Accentnews.ge
„ჩვენი მოწოდებაა გავაუქმოთ საგანგებო მდგომარეობა და არ ვუჭერთ გაგრძელებას მხარს“

„ჩვენი მოწოდებაა გავაუქმოთ საგანგებო მდგომარეობა და არ ვუჭერთ გაგრძელებას მხარს“

22/04/2020 10:17:52 საშინაო პოლიტიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილს ქვეყანაში პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწვეტილება მართებულად არ მიაჩნია.

„არ არის სწორი საერთოდ საგანგებო ვითარების გაგრძელება, ეს არის ჩვენი პოზიცია. ყველა ამ საკითხის გადაჭრა, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, რაზეც საუბრობენ მედიკოსები და მთავრობა შესაძლებელია კარანტინის პირობებშიც. ჩვენი მოწოდებაა გავაუქმოთ საგანგებო მდგომარეობა და არ ვუჭერთ გაგრძელებას მხარს. გავაუქმოთ ე.წ. კომენდანტის საათი მაგრამ, მტავრობამ შეინარჩუნოს კარანტინის რეჟიმი და კარანტინის პირობებში განვაგრძოთ ბრძოლა ეპიდემიის წინააღმდეგ“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, არასწორია ავტომანქანების გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე და ე.წ. კომენდანტის საათი:

"ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, არის დავუპირისპირდეთ ეპიდემიას მაგრამ, ჩვენი ამოცანა არ არის დავტანჯოთ ადამიანები და გადაწყვეტილება, რომელიც ახლა იქნა მიღებული, ავტომობილების გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს პირდაპირ კავშირშია ადამიანების ტანჯვასთან იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი მიდის მის მოხუც მშობელთან, რომ მიუტანოს საკვები და ჩვენ ამ ადამიანებს ვუქმნით ყოველდღიურ პრობლემებს და გაუგებარია, რატომ".

მისივე თქმით, არ არის სწორი, როდესაც საკვები პროდუქტების მაღაზია მუშაობს და აკრძალულია სხვა პროფილების მაღაზიების მუშაობა.

"ვქმნით ბევრ პრობლემას, მაგალითად თუ ადამიანს გაუფუჭდება ტელეფონი, იგი ვერც ახალს იყიდის, ვერც ძველს შეაკეთებს და ვერც სასწრაფოში დარეკავს და ასე შემდეგ".

როგორც ინაშვილმა განაცხადა, პანიკის გამო მის რამდენიმე ნაცნობს ინფაქტი დაემართა:

"არ არის სწორი პანიკის შექმნა. ბევრ ჩემს ნაცნობს ამ პანიკიდან გამომდინარე ინფაქტი დაემართა. პანიკას უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე ვირუსს. ამაზე ცნობილი მეცნიერები მიგვანიშნებენ. ჩემი თხოვნაა, ნუ დავემსგავსებით მოდელირებული ქრონიკის ავტორებს და ქვეყანასაც ნუ დავამსგავსებთ მოდელირებულ ქრონიკას.

არ არის სწორი ეკონომიკის გაჩერება ამდენი ხნის მანძილზე და ზიანი იქნება წარმოუდგენლად დიდი. ისედაც გაჭირვებული ხალხი აღმოჩნდება სრულ სიღატაკეში და მე ვერ ვხედავ გეგმას, როგორ ამოვიყვანოთ სიღატაკიდან ჩვენი თანამოქალაქეები. ჩვენ შექმნილ ვითარებაში ანგარიში უნდა გავუწიოთ ადამიანებს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S