
ირმა ინაშვილი საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევის გამო დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის ჯარიმის ჩამოწერის ინიციატივით გამოდის
22/04/2020 10:26:07 საშინაო პოლიტიკა
"პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი საგანგებო მდგომარეობის პირობებისა და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო 3000-ლარით დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის ჯარიმის ჩამოწერის ინიციატივით გამოდის.
“მე მინდა, ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს 3000-ლარიანი ჯარიმები რაღაცნაირად წავიყვანოთ გაუქმებისკენ და ჩამოეწეროს ყველას, იმიტომ, რომ ადამიანმა, რომელმაც თივა გაყიდა და საერთოდ არ იცოდა რა ჯარიმა იყო დაწესებული, რა საგანგებო მდგომარეობა იყო და გვიან მიიღო ეს ინფორმაცია, მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა ყიდოს ეს თივა, რომ ეს 3000 ლარი გადაიხადოს”, - განაცხადა ინაშვილმა.