
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის მოქალაქეებს დილით და საღამოს გარკვეულ საათებში ავტომობილით გადაადგილების საშუალება ექნებათ
22/04/2020 10:33:41 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს–სპიკერის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისთვის მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილება დილის 6 საათიდან 8 საათამდე შეეძლებათ, ხოლო უკან სახლებში დაბრუნება - 18.00 საათიდან 19.00 საათამდე. ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ პროცესსა და საშვების გაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ.
"თქვენ იცით, რომ ავტომობილებით გაადაგილება შეზღუდულია ამ კვირის ბოლომდე, თუმცა ასევე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იმისათვის რომ ჩვენ თანამოქალაქეებს არ შეექნათ პრობლემა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით რეგიონის მუნიციპალიტეტებში, მათ ექნებათ საშუალება, რომ დილის საათებში გადადგილდნენ თავიანთ სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ. მათ დილის 6 საათიდან 8 საათამდე შეეძლებათ გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებში და 18.00 საათიდან 19.00საათამდე დაბრუნდნენ სახლებში და ეს გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ამ გადაწყვეტლების უშუალო აღსრულება და ამ გადაწყვეტილებისთვის საშვების უშუალო უზრუნველყოფა არის თითოეულ მუნიციპალიტეტსა და რეგიონულ საკოორდინაციო საბჭოებზე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.