
საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე “დამოუკიდებელი დეპუტატებში" აზრთა სხვადასხვაობაა
22/04/2020 10:57:34 საშინაო პოლიტიკა
საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე “დამოუკიდებელი დეპუტატებში" აზრთა სხვადასხვაობაა. ფრაქციის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი და თავად მხარს დაუჭერენ საგანგებო მდგომაროების გაგრძელების მოთხოვნას, ხოლო ლევან კობერიძე და გედევან ფოფხაძე თავს იკავებენ და საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მხარდაჭერაზე უარს აცხადებენ. უცნობია ფრაქციის კიდევ ერთი წევრის – ზვიად კვაჭანტირაძის პოზიცია.
მარიამ ჯაშის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა და მის ფრაქციას უპასუხისმგებლობად მიაჩნია, მთავრობის მხრიდან ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შემდეგ და არა მანამდე. თუმცა როგორ მარიამ ჯაში აცხადებს, ის იძულებულია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭიროს:
"რამდენადაც სოციალური დისტანცირება რჩება ყველაზე ეფექტურ ღონისძიებად დღემდე იძულებული ვარ მხარი დავუჭირო საგანგებო მდგომარეობას, ასევე ვალდებული ვარ გავაჟღერო ყველა ის კრიტიკული კითხვა, რომელიც პასუხგაუცემელი რჩება", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.