
"დღე-ღამის განმავლობაში სამთავრობო "ცხელი ხაზის" ნომერზე 260 000-ზე მეტი ზარი შევიდა"
22/04/2020 10:36:43 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, დღე-ღამის განმავლობაში სახელმწიფო სამთავრობო "ცხელი ხაზზის" ნომერზე (144) შევიდა 260 000-ზე მეტი ზარი, რამაც ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული შეფერხებები გამოიწვია.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ რეგულაციების ამოქმედების პირველ ორ დღეს განსაკუთრებულად მაღალი აქტივობაა, მაგრამ მზად ვართ, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. ეს ხაზი აგრძელებს მუშაობას და ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას შეზღუდვებსა და იმ გამონაკლისებზე, რომლებითაც მათ შეიძლება ისარგებლონ,“ - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, რომ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მხოლოდ 144-ს დაუკავშირდნენ, რადგან „112“ ისეთი შემთხვევებისთვის მოქმედებს, როდესაც მოქალაქეებს პოლიციის ან სასწრაფო სამედიცინო დახმარება სურთ.