Accentnews.ge
ოკუპირებული აფხაზეთის სამი რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელები თანამდებობებიდან გადააყენეს

ოკუპირებული აფხაზეთის სამი რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელები თანამდებობებიდან გადააყენეს

22/04/2020 14:24:58 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ თანამდებობებიდან გადააყენა ოჩამჩირეს რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გენადი ცვიჟბა, გუდაუთის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსლან ლადარია და ქალაქ ახალი ათონის ადმინისტრაციის დე ფაქტო უფროსი ფელიქს დაუთია. ბგანბას ბრძანებულებები დე ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ცნობითვის: ხვალ, 23 აპრილს ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტად არჩეული ასლან ბჟანიას ინაუგურაციაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S