Accentnews.ge
ირაკლი ბერაია - ოპოზიციას: "დრო ხომ არ მოვიდა, წახვიდეთ პოლიტიკიდან და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი"

ირაკლი ბერაია - ოპოზიციას: "დრო ხომ არ მოვიდა, წახვიდეთ პოლიტიკიდან და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი"

10/06/2019 10:41:39 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

დრო ხომ არ მოვიდა, საერთოდ წახვიდეთ პოლიტიკიდან და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი, იქნებ ისინი წავიდნენ ოპოზიციაში?! - ასე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.


მმართველი გუნდის დეპუტატს ეს კითხვა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ოპოზიციამ არაერთხელ მიუთითა, რომ "ხელისუფლებამ არჩევნების მოსაგებად კრიმინალური ავტორიტეტების ჩართვა ტრადიციად აქცია".


„მინდა, მივმართო კოლეგებს „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოებებიდან. თქვენ ძალიან მარტივად ახსენებდით სიტყვა „კრიმინალს“, როცა იყავით ხელისუფლებაში. ძალიან მარტივი იყო ადამიანზე ამის დაბრალება თქვენთვის, რაზეც მეტყველებს ჩვენი კოლეგა, რომელიც სხდომას ესწრება, ბატონი მერაბი (ქვარაია) და კიდევ უამრავი პოლიტპატიმარი, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დაუბრუნდა თავის ცხოვრების რიტმს. თქვენთვის მარტივი იყო ამ სიტყვის წარმოთქმა და ადამიანისთვის დაბრალება მაშინ, რა თქმა უნდა, ოპოზიციაში წასვლის შემდეგ, თქვენში არაფერი შეცვლილა და ისევ იგივე რიტორიკით, მარტივად ახერხებთ ადამიანების შერაცხვას კრიმინალებად. მე მაქვს თქვენთან შეკითხვა. ბრძანებთ, რომ კრიმინალების და ქურდების ჩარევით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ქურდებმა მოგიგეს ეს არჩევნები?! თუ ასე ფიქრობთ, რომ ქურდებმა არჩევნები მოგიგეს, „ევროპულ საქართველოს, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა განშტოებას ყველას ერთად გაერთიანებულს, დრო ხომ არ მოვიდა, საერთოდ წახვიდეთ პოლიტიკიდან და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი, იქნებ ისინი წავიდნენ ოპოზიციაში?!“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S