Accentnews.ge
მეუღლეზე ძალადობისთვის ახალგაზრდა კაცი დააკავეს

მეუღლეზე ძალადობისთვის ახალგაზრდა კაცი დააკავეს

22/04/2020 14:46:47 სამართალი

სამართალდამცავებმა ცოლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე თბილისში 34 წლის მამაკაცი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა მამაკაცმა ცოლს - 1972 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე არასამთავრობო ორგანიზაციები შსს–ს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქმედითი ზომების გატარებისკენ მიუწოდებენ.

მოქალაქეებმა შსს–სგან მიიღეს სატელეფონო შეტყობინებები შემდეგი შინაარსით: "თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ან გაქვთ ინფორმაცია ძალადობის შესახებ, დარეკეთ ან გადმოტვირთეთ 112–ის მობილური აპლიკაცია (ჩუმი განგაშის) ღილაკით".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S