Accentnews.ge
გარდაბანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

გარდაბანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

23/04/2020 06:28:59 სამართალი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც შსს იუწყება, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას „მეტამფეტამინის“ და „ჰეროინის“ შემცველი, 21 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.

დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 29 წლის კ.გ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S