Accentnews.ge
აფხაზეთში კარანტინის ზომები შეამსუბუქეს

აფხაზეთში კარანტინის ზომები შეამსუბუქეს

23/04/2020 07:46:10 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში კარანტინით გათვალისწინებული რიგი ზომები შეამსუბუქეს. 20 აპრილიდან მუშაობა განაახლეს სასურსათო მაღაზიებმა და სოხუმის ცენტრალურმა ბაზარმა. ამ დროისთვის იქ არც გამყიდველების სიმცირე შეინიშნება და არც კლიენტების. ამასთან, ისინი, ვინც ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით – პირბადეებითა და ხელთათმანებით გადაადგილდებიან, აშკარა უმცირესობაში არიან. დეზინფექციაც ბაზარში ჯერ-ჯერობით არ ჩატარებულა. როგორც ამასთან დაკავშირებით მთავარი სანიტარული ექიმი ლუდმილა სკორიკი განმარტავს, ბაზრის ყველა თანამშრომელს, გამყიდველსა და კლიენტს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ტარების რეკომენდაცია მიეცა”.

“პირველი ინფიცირებული და მისი მეუღლე განმეორებითი ტესტირების უარყოფითი შედეგების მიღების შემდეგ საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ყველა პირი, ვისთანაც მათ კონტაქტი ჰქონდათ, ასევე ტესტირებულია და უარყოფითი შედეგები აჩვენა, ასე, რომ ამ დროისთვის აფხაზეთში კორონავირუსით დაავადებულები, როგორც ასეთები, აღარ არიან. აღარც ის ვითარება გვაქვს, როდესაც რუსეთიდან უკონტროლოდ შემოდიოდნენ მოქალაქეები – ყველაფერი მკაცრად კონტროლდება. საშუალოდ ყოველდღიურად საზღვრის კვეთა 8-10 ადამიანს შეუძლია, მაგრამ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახური თითოეულ მათგანს აკონტროლებს: მათი საპასპორტო მონაცემები გადაეცემათ უბნის ინსპექტორებს და ჯამდება სახელმწიფო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურში, იქაური თანამშრომლები კი ყოველ ასეთ პირს 14 დღის განმავლობაში აკვირდებიან. ვისაც სიცხე აქვს, აფხაზეთის ტერიტორიაზე არ ვუშვებთ. ვისაც სიცხე არ აღენიშნება, მაგრამ მაგალითად, ახველებს ან აცემინებს, კვლევას ვუტარებთ. გასულ კვირას გვქონდა მსგავსი შემთხვევები. მადლობა ღმერთს, კორონავირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა. ამგვარად, განსაკუთრებული ეპიდემიოლოგიური დატვირთვა სადღეისოდ არ არსებობს და არც მაღაზიებში ან ბაზრებში სიარული წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს» - აღნიშნა სკორიკმა.

კითხვაზე, თუ ასეა, რატომ არ ხსნიან კარანტინს სრულად, მან განაცხადა, რომ “თეორიულად, ინფიცირების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა მისი ალბათობა მცირეა, რადგან ამისათვის დაავადებულ და ჯანმრთელ ადამიანებს შორის მჭიდრო კონტაქტია საჭირო”.

ცნობისთვის: ამ დრომდე ოკუპირებულ აფხაზეთში სულ სამი ინფიცირებულის შესახებ იყო ცნობილი. მესამე დაავადებული - 1925 წელს დაბადებული მოქალაქე ლუდმილა სკორიკს აღარ უხსენებია.

დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში არჩეულ დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ინაუგურაციაა დაგეგმილი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, არ გადაავადეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S