Accentnews.ge
პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებს ჩაბარდა

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებს ჩაბარდა

23/04/2020 07:51:25 სამართალი

სასაზღრო პოლიციის თანამშრომლის სავარაუდო მკვლელი – ამავე განყოფილების თანამშრომელი ბ.ნ. პოლიციას თავად ჩაბარდა..ინფორმაციას ადასტურებენ პროკურატურაში.

მკვლელობა მესტიის სოფელ მულახში სამი დღის წინ მოხდა. 22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პოლიციელის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ–ის 108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ) სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2020 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ზემო სვანეთის მე-2 სასაზღვრო სექტორის - მულახის თანამშრომელმა ბ.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით, მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა ამავე სასაზღვრო სექტორის თანამშრომელს ბ.ი.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო ბ.ნ. მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

ამოღებულ იქნა ბ.ნ.-ს და მისი თანამშრომლის ბ.ზ.-ს კუთვნილი ავტომობილები, ასევე დათვალიერება ჩაუტარდა გარდაცვლილის ავტომობილს. ბ.ი-ს გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დაინიშნა და ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. დაინიშნა ბალისტიკური, ქიმიურ ტოქსიკოლოგიური, ქიმიური ექსპერტიზები, გამოიკითხნენ მოწმეები, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილია და გამოკითხულია გარდაცვლილის მამა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება ინტენსიურად გრძელდება.

კანონით დადგენილ ვადაში პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. პარალელურად მიმდინარეობს აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ბ.ნ-ს ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი ბრალდებულის სახით დაკავების მიზნით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S