Accentnews.ge
სოხუმს COVID-19-თან საბრძოლველად დახმარების მიღების საკითხებზე დასავლეთთან პირდაპირი დიალოგი სურს

სოხუმს COVID-19-თან საბრძოლველად დახმარების მიღების საკითხებზე დასავლეთთან პირდაპირი დიალოგი სურს

23/04/2020 08:24:50 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ვიდეო-კონფერენცია გამართა.დე ფაქტო სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კოვემ კიდევ ერთხელ მიმართა თანათავმჯდომარეებს თხოვნით, აფხაზეთს გუდაუთის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოსთვის (სარეზერვო ჰოსპიტალია კორონავირუსით ინფიცირებულთათვის) კომპიუტერული ტომოგრაფის შეძენაში დაეხმარონ.

ცნობისთვის: მანამდე სოხუმმა ანალოგიური თხოვნით გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს მიმართა.

ამასთან, ვიდეო-კონფერენციის მსვლელობისას კოვემ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა თბილისი “რეალობის დამახინჯების მცდელობაში” და აღნიშნა, რომ სოხუმი “კორონავირუსის პანდემიის პირობებში დახმარების მისაღებად დასავლეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა“.

«ჩვენ მადლიერები ვართ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელიც ჩვენს თხოვნას გამოეხმაურა და დაგვეხმარა. მაგრამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს მთელი ეს დახმარება აფხაზეთს ოფიციალური თბილისის ინიციატივით ეწევა, მსოფლიო პანდემიის ფონზე ძალზე ცინიკურად გამოიყურება და რეალობის დამახინჯების, საკითხის პოლიტიზირებისა და თემით სპეკულირების მცდელობას წარმოადგენს» - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, ევროკავშირის სპეცწარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის საკითხებში კოორდინირებული მოქმედების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაერო-ს წარმომადგენელმა ჯიჰან სულთანოლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ყველა უთანხმოება გვერდზე უნდა გადაიდოს». თანათავმჯდომარემ ეუთო-ს მხრიდან რუდოლფ მიხალკამ კი განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია განიხილავს შესაძლებლობას აფხაზეთისთვის დახმარების გასაწევად.

ცნობისთვის: ჟენევის საერთაშორისო დისკუსების 51-ე რაუნდი კორონავირუსის პანდემიის გამო ივლისისთვის გადაიდო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S