Accentnews.ge
ტირიფონის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე   გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ტირიფონის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე   გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

23/04/2020 10:12:39 რეგიონები, რეკლამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.

შიდა ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, სარწყავ სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ნატანი მასისა და შლამისგან მეჯვრისხევი-ბარშუეთის მონაკვეთზე ტირიფონის მაგისტრალური არხი იწმენდება.

ექსპლუატაციის პროგრამით გატარებული ღონისძიებები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს. აღნიშნული სამუშაოები, ასევე, ნადარბაზევის წყალსაცავის დროულად შევსებას შეუწყობს ხელს.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის - მეჯვრისხევის, ზერტის, კირბალის, კვარხეთის, ხელთუბნის, ბერშუეთის, ზემო სობისისა და ხურვალეთის მოსახლეობა ისარგებლებს.

დღეისათვის შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S