Accentnews.ge
ზურაბ ჯაფარიძე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დააჯარიმეს

ზურაბ ჯაფარიძე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დააჯარიმეს

23/04/2020 10:21:09 სამართალი

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დააჯარიმეს.

დაჯარიმების საფუძველი აქცია გახდა: ჯაფარიძემ თანამოაზრეებთან ერთად აქცია სოციალური დისტანციის დაცვით იპოდრომის ტერიტორიაზე გამართა.

„ეს [დაჯარიმება] გათვალისწინებული გვქონდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს აქცია მნიშვნელოვანია, რათა ხალხმა გაიგოს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც მონურ პირობებს არ ეგუებიან; რომლებსაც ესმით, რომ ამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შემოღებულ წესებს არანაირი კავშირი არ აქვს ვირუსული ინფექციის გავრცელებასთან, ეს ამ ხელისუფლების პოლიტიკური პიარია – ისინი უსინდისოდ იწერენ ქულებს შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. შედეგი კი ისაა, რომ უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. მათ ყოველდღიური შიმშილის პრობლემა აქვთ“,– განაცხადა ჯაფარიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S