Accentnews.ge
ბჟანია: “რუსეთთან თანამშრომლობის ყველა ასპექტში უფრო ინტენსიურ მუშაობას ვაპირებ”

ბჟანია: “რუსეთთან თანამშრომლობის ყველა ასპექტში უფრო ინტენსიურ მუშაობას ვაპირებ”

23/04/2020 10:35:44 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აპირებს, რუსეთთან თანამშრომლობის ყველა ასპექტში მუშაობა გაააქტიუროს.

«ჩვენს მთავარ მოკავშირესთან და სტრატეგიულ პარტნიორთან – რუსეთთან ყოველმხრივი თანამშრომლობის განმტკიცება და განვითარება იყო და რჩება აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად. არსებული შეთანხმებების საფუძველზე მოძმე რუსეთთან ერთობლივად კიდევ უფრო ინტენსიურად ვიმუშავებთ ორმხრივი თანასწორი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ყველა ასპექტში», - განაცხადა ასლან ბჟანიამ დღეს გამართულ ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ «ქვეყანაში [აფხაზეთში] საფუძველი ეყრება ახალ პოლიტიკურ კულტურას» და მადლობა გადაუხადა დე ფაქტო პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატებს.«იმედი მაქვს, შევძლებ თქვენთან ერთობლივ მუშაობას პოლიტიკურ ექსტრემიზმსა და სხვა საფრთხეებთან ბრძოლაში, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების განსამტკიცებლად, ძირეული ცვლილებების გასატარებლად, რაც აფხაზი ხალხის მდგრად განვითარებას უზრუნველჰყოფს. ეს ჩვენი მთავარი მიზანია! ამ მიზნის მისაღწევად გაწირეს საკუთარი სიცოცხლე აფხაზეთის საუკეთესო შვილებმა, ამ მისიას მიუძღვეს სიცოცხლე ვლადისლავ არძინბამ და სერგეი ბაღაფშმა. იმედი მაქვს, სამუშაო, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად წინ გველის, ხელს შეუწყობს ეროვნულ თანხმობას” – განაცხადა ბჟანიამ.

ამასთან, როგორც ყოფილმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენა იქნება, თუმცა ცხოვრების მომენტალურ გაუმჯობესებას ის არავის ჰპირდება.

«ხვალისთვის საყოველთაო კეთილდღეობას ნურავინ დაელოდება, ხვალ მხოლოდ მძიმე და სკურპულოზურ შრომა გველის» - დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S