
აქციაზე ჯაფარიძე და კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს
23/04/2020 10:32:02 სამართალი
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ხულიგნობსა და პოლიციის მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობისათვის ადმინისტრაციული მუხლით რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის არის "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
მანამდე კი ჯაფარიძე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დააჯარიმეს.
დაჯარიმების საფუძველი აქცია გახდა: ჯაფარიძემ თანამოაზრეებთან ერთად აქცია სოციალური დისტანციის დაცვით იპოდრომის ტერიტორიაზე გამართა.
„ეს [დაჯარიმება] გათვალისწინებული გვქონდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს აქცია მნიშვნელოვანია, რათა ხალხმა გაიგოს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც მონურ პირობებს არ ეგუებიან; რომლებსაც ესმით, რომ ამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შემოღებულ წესებს არანაირი კავშირი არ აქვს ვირუსული ინფექციის გავრცელებასთან, ეს ამ ხელისუფლების პოლიტიკური პიარია – ისინი უსინდისოდ იწერენ ქულებს შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. შედეგი კი ისაა, რომ უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. მათ ყოველდღიური შიმშილის პრობლემა აქვთ“,– განაცხადა ჯაფარიძემ.
მანამდე მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია ჯაფარიძემ სოციალური ქსელით გაავრცელა.
აღნიშნული აქციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში „გირჩის” ერთ-ერთი ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა.ეს მოთხოვნებია:
1. საგანგებო მდგომარეობის და საკომენდანტო საათის გაუქმება;
2. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნა;
3. ავტომობილში მგზავრების სხდომასა და რაოდენობაზე შეზღუდვების მოხსნა;
4. შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეზღუდვების მოხსნა;
5. საჯარო სივრცეში 3 ადამიანზე მეტის შეკრებაზე შეზღუდვის მოხსნა
6. სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის აგრარულ ბაზრებზე, შეზღუდვების მოხსნა;
7. ბიზნესზე შეზღუდვების მოხსნა;
8. სავალუტო ჯიხურებზე შეზღუდვების მოხსნა;
9. ასაკოვანი ადამიანებისთვის სახლიდან გასვლაზე შეზღუდვის მოხსნა
10. ყველა ბლოკ-პოსტის აღება და ყველა მუნიციპალიტეტის გახსნა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე;
11. ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმება, რომელიც გამოიწერა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების გამო;