
“მომავალ პარლამენტში ჩემს საჭიროებას ვეღარ ვხედავ”
10/06/2019 11:28:47 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ადასტურებს, რომ მმართველ გუნდში განხლება იქნება და არ გამორიცხავს, რომ მომავალ პარლამენტში აღარ იყოს.
„ბუნებრივია განახლება იქნება, ოღონდ ახალი ხალხი ვისაც ჩაანაცვლებს, იმათ რა თქმა, უნდა პერსპექტივით უნდა ჯობდეს კიდეც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუნდი დაიშლება. ამ ეტაპზე პირადად ჩემს საჭიროებას ვეღარ ვხედავ მომავალ პარლამენტში“, – განაცხადა ქანთარიამ.