მადრიდში საველე ჰოსპიტალი დახურეს და  ბოლო პაციენტი მედპერსონალმა ტაშით გააცილა (ვიდეო)

23-04-2020 16:20:35 მსოფლიო ,

ესპანეთში, მადრიდში საველე ჰოსპიტალი დახურეს და ახალი კორონავირუსისგან ბოლო პაციენტი ტაშით გააცილეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საველე ჰოსპიტალი IFEMA–ს საგამოფენო ცენტრში იყო განთავსებული. იგი საერთო ჯამში 900 ინფიცირებულს მოემსახურა და ბოლო გამოჯანმრთელებული პაციენტი მედპერსონალმა ტაშით გააცილა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 7 დღეა, ესპანეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები