Accentnews.ge
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს ბრალი კოლეგის განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინეს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს ბრალი კოლეგის განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინეს

23/04/2020 12:45:28 სამართალი

პროკურატურამ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს ბრალი სსკ–ის 108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ) წარუდგინა. საუბარია მულახში 20 აპრილს მომხდარ მკვლელობაზე.

როგორც ცნობილია, ბრალდებული ინციდენტის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო და ის სამართალდამცველებს დღეს ჩაბარდა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ზემო სვანეთის მე-2 სასაზღვრო სექტორის - მულახის თანამშრომელმა ბ.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით, მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა ამავე სასაზღვრო სექტორის თანამშრომელს ბ.ი.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო ბ.ნ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მათ შორის – ამოღებულ იქნა ბ.ნ.-ს და მისი თანამშრომლის ბ.ზ.-ს კუთვნილი ავტომობილები, ასევე დათვალიერება ჩაუტარდა გარდაცვლილის ავტომობილს. ბ.ი-ს გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დაინიშნა და ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. დაინიშნა ბალისტიკური, ქიმიურ ტოქსიკოლოგიური, ქიმიური ექსპერტიზები, გამოიკითხნენ მოწმეები, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილია და გამოკითხულია გარდაცვლილის მამა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S