Accentnews.ge
საია: ორი პირი კარანტინში 8 დღის განმავლობაში შიმშილობდა

საია: ორი პირი კარანტინში 8 დღის განმავლობაში შიმშილობდა

23/04/2020 14:16:53 სამართალი, საზოგადოება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში მოთავსებული ორი პირი 8 დღის განმავლობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობდა.

საია-ს თანახმად, შოთა და ირაკლი გურეშიძეები საქართველოში 14 აპრილს ჩამოფრინდნენ და ჩამოფრენისთანავე თბილისში მოწყობილ ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. ვინაიდან მათ ჰქონდათ თვითიზოლაციისთვის სათანადო საცხოვრებელი სახლი, მომდევნო დღეს შესაბამის პირებს აცნობეს, რომ სურდათ საკარანტინო პერიოდის თვითიზოლაციაში გატარება, თუმცა, მოთხოვნა როგორც საია აღნიშნავს, დაუსაბუთებლად არ დაკმაყოფილდა, რასაც გურეშიძეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა და კარანტინში დარჩენასთან დაკავშირებულ თანხმობის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს. აღნიშნული ქმედება პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეაფასეს და ისინი 3 000-3 000 ლარით დააჯარიმეს. პროტესტის ნიშნად ირაკლი და შოთა გურეშიძეებმა შიმშილობა დაიწყეს, თუმცა 8 დღის შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეწყვეტა მოუწიათ.

ვინაიდან აღნიშნული პირები არ ეთანხმებოდნენ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკარანტინო ზონაში მოთავსებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, შესაბამის უწყებებს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს.

საია–ს ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ აქვთ საკარანტინო ზონის დატოვების უფლება, საჩივარი გაგზავნეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ მეილზე, ასევე, facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე. თუმცა მათთვის დღემდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა წარდგენილ საჩივრებს. ისინი ვერც ოფიციალურ ცხელ ხაზზე ახერხებენ დაკავშირებას და სათანადო დასაბუთების მიღებას.

საია შსს-სა და ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით, 14-დღიანი საკარანტინო ვადის ამოწურვამდე უზრუნველყონ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და შესაბამისი შედეგების თაობაზე განმცხადებლების ინფორმირება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S