
საგანგებო მდგომარეობის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება
23/04/2020 14:54:45 სამართალი
საგანგებო მდგომარეობის წესების განმეორებით დარღვევისას პირს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პარლამენტმა 3 მოსმენით უკვე დაამტკიცა ცვლილებები სისხლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტის დეკრეტით თუ სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესს დაარღვევს პირი, პირველ შემთხვევაში ისჯება 3000–ლარიანი ჯარიმით (იურიდიულ პირს 15 000 ლარი) განმეორების შემთხვევაში პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. შესაბამის წესს არეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსის 359¹ მუხლი.