Accentnews.ge
"განიხილებოდა მარნეულისა და ბოლნისის ეტაპობრივი გახსნა, მაგრამ აქციის გამო იქ ეპიდსიტუაცია კვლავ რისკის ქვეშ დადგა"

"განიხილებოდა მარნეულისა და ბოლნისის ეტაპობრივი გახსნა, მაგრამ აქციის გამო იქ ეპიდსიტუაცია კვლავ რისკის ქვეშ დადგა"

23/04/2020 19:46:33 საშინაო პოლიტიკა

"განიხილებოდა მარნეულისა და ბოლნისის ეტაპობრივი გახსნა, მაგრამ აქციის გამო იქ ეპიდსიტუაცია კვლავ რისკის ქვეშ დადგა", – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.

"ჩვენ უკვე ვიყავით იმ ზღვარზე, რომ განიხილებოდა მარნეულისა და ბოლნისის ეტაპობრივი გახსნა, მაგრამ ამ კონკრეტული მოვლენიდან გამომდინარე ვგეგმავთ, რა ღონისძიებების ჩატარება შეიძლება მარნეულში. იქიდან გამომდინარე, რომ გუშინდელი მოვლენის გამო იქ ეპიდსიტუაცია უკვე კვლავ რისკის ქვეშ დადგა, შესაძლებელია, გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ ჩატარდეს თერმოსკრინინგი და დამატებითი ტესტირებები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მარნეულის გახსნის თარიღმა დიდი ხნით გადაიწია, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ დიდი ხნით არა, მაგრამ რაიონი გარკვეულწილად, უკვე საჭიროებს ხელახალ მონიტორინგს.

საპროტესტო აქცია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში გუშინ დილიდან მიმდინარეობდა. აქციაზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ სადისტრიბუციო მანქანები, რომლებიც მუნიციპალიტეტში პროდუქტის წამოსაღებად შედის, საკმარისი არ არის და ისინი პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. მოსახლეობას გადაკეტილი ჰქონდა სადახლო-მარნეულის დამაკავშირებელი გზა. ადგილობრივი ხელისუფლების წამრომადგენლები აქციის მონაწილეებს პრობლემის გადაჭრას დაჰპირდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S