Accentnews.ge
ზუგდიდის ჰოსპიტალში მრავლობითი ჭრილობებით ახალგაზრდა კაცი შეიყვანეს

ზუგდიდის ჰოსპიტალში მრავლობითი ჭრილობებით ახალგაზრდა კაცი შეიყვანეს

24/04/2020 06:55:37 სამართალი

ზუგდიდში,ტოლსტოის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მას მრავლობითი ჭრილობა ნაცნობმა მამაკაცმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ახალგაზრდა ზუგდიდის ჰოსპიტალში შეიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ,პაციენტს წუხელ ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და ის ამ დრომდე კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მას კისრისა და გულ-მკერდის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულში ბრალდებული პირის დასაკავებლად ღონისძიებები მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S