
24 საათში სომხეთში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა დადასტურდა
24/04/2020 08:17:01 კავკასია
ბოლო 24 საათის მანძილზე სომხეთში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო სამი პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში საერთო ჯამში კორონავირუსის 1596 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 27 არის.