როგორ აღნიშნავენ საქართველოში მუსლიმებისთვის უდიდეს დღესასწაულს პანდემიის ფონზე

24-04-2020 12:44:12 ,

ისლამური სამყარო რამადანის წმინდა თვის დასაწყისს აღნიშნავს. დღესასწაული ერთი თვის მანძილზე გრძელდება. ტრადიციულად, მორწმუნეები მეჩეთებში იკრიბებიან და ლოცულობენ, თუმცა ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ მორწმუნეების ჯგუფური ლოცვა შეაჩერა და მათ შინ ლოცვისკენ მოუწოდა.

"ეპიდემიის საფრთხიდან გამომდინარე ჩვენ მეჩეთებში ჯგუფური ლოცვები დროებით შევაჩერეთ, ვინაიდან რამადანის თვეში, ასევე საღამოობით არის ლოცვები, რომლებიც მეჩეთებში ჯგუფურად სრულდება. მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არის მადლიანი ღვთისმსახურება, მაგრამ არა სავალდებულოდ შესასრულებელი. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ჩვენ ჩვენი რელიგია – ისლამი უფლებას გვაძლევს, ლოცვების ჯგუფურად შესრულებისგან თავი შევიკავოთ. რეკომენდაციას გავცემთ მლოცველებზე, რომ აღნიშნული ლოცვები საკუთარ ოჯახებში შეასრულონ",– განაცხადა მუფტმა ადამ შანთაძემ.

ცნობისთვის: პანდემიის გამო მსოფლუოს მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების გამო წელს რამადანი განსხვავებულად აღინიშნება: მუსულმანური ქვეყნების უმეტესობაში დახურულია სალოცავები, მათ შორის – მექასა და მედინაში. ლოცვებს დიდ მეჩეთებეში მხოლოდ ტაძრების პერსონალი დაესწრო.

დღესასწაული 23 მაისს დასრულდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები