
ალექსანდრე ანქვაბი აფხაზური დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელად ოფიციალურად დაინიშნა
24/04/2020 09:53:51 კონფლიქტები
ყოფილმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ, რომლის დე ფაქტო პრეზიდენტად ინაუგურაცია სოხუმში გუშინ გაიმართა, დე ფაქტო ექს-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი აფხაზური მთავრობის “პრემიერ-მინისტრად” დღეს ოფიციალურად დანიშნა.
მანამდე ვალერი ბგანბას დე ფაქტო მთავრობა გადადგა, თუმცა ანქვაბის მინისტრთა კაბინეტის ფორმირებამდე მოვალეობების შესრულებას გააგრძელებს. ცნობისთვის ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთს 2011-2014 წლებში ედგა სათავეში, 2014-ში კი პოლიტიკური კრიზისის ფონზე გადადგა და ოკუპირებული რეგიონი დატოვა. ბოლო პერიოდში იგი აფხაზური ე.წ. პარლამენტის დეპუტატი გახლდათ.