Accentnews.ge
აშშ არ აღიარებს ცხინვალის ე.წ. არჩევნებს და რუსეთს 2008 წლის ხელშეკრულების შესრულებისკენ მოუწოდებს

აშშ არ აღიარებს ცხინვალის ე.წ. არჩევნებს და რუსეთს 2008 წლის ხელშეკრულების შესრულებისკენ მოუწოდებს

10/06/2019 14:16:50 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

აშშ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და რუსეთს 2008 წლის ხელშეკრულების შესრულებისკენ მოუწოდებს.

“შეერთებული შტატები არ აღიარებს ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონში 9 ივნისს გაიმართა და არც მის შედეგებს. ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ცალსახაა - ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. მათ შორისაა, მისი ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა”,- ნათქვამია საქართველოში აშშ–ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: გუშინ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. დე ფაქტო ცსკ-ის მონაცემებით, „არჩევნებში“ მმართველმა პარტიამ „Единая Осетия” გაიმარჯვა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო პირველი დე ფაქტო არჩევნები, რომელიც შერეული  - მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ჩატარდა. საარჩევნო დღეებისთვის ცხინვალმა დე ფაქტო საზღვარი ჩაკეტა, იგი ხვალ, დილის 6 საათიდან გაიხსნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S