Accentnews.ge
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად “ამცახარას” ლიდერი დაინიშნა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად “ამცახარას” ლიდერი დაინიშნა

24/04/2020 13:56:07 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ალხას კვიცინია დანიშნა. შესაბამისი ბრძანებულება დე ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

კვიცინია პოლიტიკური პარტია “ამცახარას” თავმჯდომარეა და 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთი კანდიდატი გახლდათ.

დღესვე ბჟანიამ აფხაზური დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელად დე ფაქტო ექს-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი დანიშნა. ეს უკანასკნელი ოკუპირებულ რეგიონს 2011-2014 წლებში ედგა სათავეში და 2014 წელს თანამდებობაცა და აფხაზეთიც პოლიტიკური კრიზისის ფონზე დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S