Accentnews.ge
აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირებული მესამე პაციენტის მდგომარეობა კვლავინდებურად მძიმეა

აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირებული მესამე პაციენტის მდგომარეობა კვლავინდებურად მძიმეა

24/04/2020 16:52:59 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირებული მესამე პაციენტის მდგომარეობა კვლავინდებურად მძიმეა და არასტაბილური, - იუწყება კორონავირუსთან ბრძოლის ადგილობრივი ოპერატიული შტაბი.

1925 წელს დაბადებული ქალი გუდაუთის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას, სადაც, შტაბის ინფორმაციით, უკვე საკმაოდ მძიმე მდგომრეობაში იქნა მოთავსებული. ასევე გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში რჩება პირველი პაციენტი, რომლისგანაც ვირუსი მეორეს და მესამეს გადაედოთ. 60 წელს გადაცილებული მამაკაცი, როგორც შტაბში აცხადებენ, სრულად გამოჯანმრთელდა, პირველმა განმეორებითმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, ჩატარდა მეორე განმეორებითი ტესტიც და მისი პასუხის მიღების შემდეგ პაციენტს სავარაუდოდ, კლინიკიდან გაწერენ. მეორე პაციენტი კი – ხსენებული მამაკაცის მეუღლე უკვე გაეწერა და სახლში 2-კვირიან საკარანტინო პერიოდს გაატარებს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში ტესტირება 9 მოქალაქემ გაიარა და როგორც ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, ყველას ანალიზმა კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S