Accentnews.ge
ასლან ბჟანია: “სომხების გენოციდი XX საუკუნის ერთ-ერთი უსაშინლესი ტრაგედიაა”

ასლან ბჟანია: “სომხების გენოციდი XX საუკუნის ერთ-ერთი უსაშინლესი ტრაგედიაა”

24/04/2020 17:28:27 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ახლადარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია “სომხების გენოციდის ხსოვნის დღეს” ეხმიანება და აცხადებს, რომ “სომხების გენოციდი XX საუკუნის ერთ-ერთი უსაშინლესი ტრაგედიაა”.

«დაახლოებით 1,5 მლნ სომეხი მასობრივი მკვლელობებისა და დეპორტაციის მსხვერპლად იქცა. ათეულობით ათასი სომეხი იძულებული შეიქმნა, ოსმალეთის იმპერიაში სახლები მიეტოვებინა და თავშესაფარი აფხაზეთში იპოვა. ჩვენმა ხალხმა შეიკედლა და გადარჩენაში დაეხმარა გასაჭირში აღმოჩენილ ადამიანებს. სომხური დიასპორის წარმომადგენლები დღეს მადლიერებით ემსახურებიან აფხაზეთს, რომელიც მათთვის მეორე სამშობლოდ იქცა. დღეს პატივს მივაგებთ 105 წლის წინ უდანაშაულოდ მოკლულთა და დევნილთა ხსოვნას არა იმისთვის, რომ წარსული ვქექოთ ან ვინმე რამეში ვადანაშაულოთ, არამედ იმისთვის, რომ წარსულის გაკვეთილები დაგვეხმაროს, მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი არაადამიანური ქმედებები. ყველას მშვიდობას, სიკეთესა და ეროვნებათაშორის თანხმობას ვუსურვებ», - ნათქვამია ბჟანიას პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S