
პოროშენკო უკრაინის პრემიერობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
10/06/2019 15:48:49 სხვა, მსოფლიო
უკრაინის ექს–პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, იგი მზად არის, ქვეყნის პრემიერ–მინისტრი გახდეს, თუ მისი პარტია "ევროპული სოლიდარობა" ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.
„თუ გავიმარჯვებთ არჩევნებში, რატომაც არა?“ – განაცხადა პორორშენკომ უკრაინულ მედიასთან საუბრისას.
ცნობისთვის: 31 მაისს პეტრო პოროშენკო პარტია „ევროპული სოლიდარობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს. როგორც პოროშენკომ განაცხადა, პარტია ივლისისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, „რათა გაიმარჯვოს და ხელისუფლებას დაეპატრონოს“,
„ევროპული სოლიდარობა“ – ეს „პოროშენკო ბლოკის“ ახალი სახელწოდებაა. პოროშენკომდე პარტიას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ხელმძღვანელობდა. პარტიას უმაღლეს რადაში ამ დრომდე უმსხვილესი ფრაქცია აქვს.